Pages

Tuesday, May 21, 2013

დედა

                                                                            ***
ბოდიში დედა
ძალიან მენატრები დედა

მაპატიე რომ
გატკინე ეგ დიდი გული დედა
***
დედა მენატრები
ყოველი ძილის წინ
თვალ წინ მელანდები 
დედა მენატრები
***
შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად
***

ისევ მენატრები დედა,


ისევ შენზე ვფიქრობ დედა

აღარ მესიზმრები ღამით,

აღარ მეფერები დედა.

წლებმა გაირბინეს უცებ,
დამრჩა მონატრება დიდი
ღამით სულ ვლოცულობ ნეტავ
ღამით დამესიზმრე მეთქი.
***

დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით
***
ინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნათელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.
***
ხლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი
…………………………………………………………….
შენი სილის გაწნა ეხლა ტკბილად მახსოვს
შენი ცრემლებია გულში ხმალს რომ მარჭობს
დედა! მაპატიე ჩემი შეცოდება
მე ჩემი თავი ძლიერ მეცოდება
ეხლა რომ დავინახო მე შენი ცრემლები
ალბათ თვითმკვლელობას მეორედ ვეცდებიდაგა
ჩემთვის შენ ყველაზე წმინდა სანთელი ხარ
ეხლა ვხვდებირომ ძლიერ მყვარებიხარ
***
როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა. 

No comments:

Post a Comment