***
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.
ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.
დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო,
პირველად დედას მივუტან პეშვით.
ნანინას ნამი აკვანზე ელავს,
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.
ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.
დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო,
პირველად დედას მივუტან პეშვით.
ნანინას ნამი აკვანზე ელავს,
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან
***
ვტირი და ვეღარ მიტირია,
ცრემლი ქცეულა დარდად,-
ყველა საფლავი სიკვდილია,
დედის საფლავის გარდა.
ჩივის და გულს ვერ უჩივლია,
ციდან ეშვება ფარდა,-
ყველა აკლდამა დუმილია,
დედის აკლდამის გარდა.
ყვავის ვარდი და გლიცინია,
ხარობს დეკა და ბალბა,-
ყველა სიმღერა ქვითინია
დედის სიმღერის გარდა.
ჩემი ბუზღუნი სირცხვილია,
ჩემ ღმერთს ვუყვარვარ რადგან,-
ყველა სიკვდილი სიკვდილია,
დედის სიკვდილის გარდა!
ცრემლი ქცეულა დარდად,-
ყველა საფლავი სიკვდილია,
დედის საფლავის გარდა.
ჩივის და გულს ვერ უჩივლია,
ციდან ეშვება ფარდა,-
ყველა აკლდამა დუმილია,
დედის აკლდამის გარდა.
ყვავის ვარდი და გლიცინია,
ხარობს დეკა და ბალბა,-
ყველა სიმღერა ქვითინია
დედის სიმღერის გარდა.
ჩემი ბუზღუნი სირცხვილია,
ჩემ ღმერთს ვუყვარვარ რადგან,-
ყველა სიკვდილი სიკვდილია,
დედის სიკვდილის გარდა!
***
გულის როცა ბოლო გატოკებას,
თან მოყვება ბნელი კედლის რღვევა,
უფლის გზაზე დედა გამიძღვება ,
როგორც ადრე მიტატებდა ხელად...
მუხლმოყრილი, მტკიცე გულით;
ვით ქანდაკი ღვთის ტახტის წინ,
ღმერთს მავედრებს დედის სული,
მავედრებდა როგორც უწინ...
თრთოლვით ასწევ დაღლილ ხელებს,
როგორც მაშინ... როცა წადი...
"ჩემო ღმერთო, აჰა მოვედ..."
ბოლო სიტყვებს ქარს ატანდი...
მხოლოდ მაშინ, როს უფალი,
შემინდობს და შემიწყნარებს,
დაეტყობა შვების კვალი,
მომლოდინე დედის თვალებს...
თან მოყვება ბნელი კედლის რღვევა,
უფლის გზაზე დედა გამიძღვება ,
როგორც ადრე მიტატებდა ხელად...
მუხლმოყრილი, მტკიცე გულით;
ვით ქანდაკი ღვთის ტახტის წინ,
ღმერთს მავედრებს დედის სული,
მავედრებდა როგორც უწინ...
თრთოლვით ასწევ დაღლილ ხელებს,
როგორც მაშინ... როცა წადი...
"ჩემო ღმერთო, აჰა მოვედ..."
ბოლო სიტყვებს ქარს ატანდი...
მხოლოდ მაშინ, როს უფალი,
შემინდობს და შემიწყნარებს,
დაეტყობა შვების კვალი,
მომლოდინე დედის თვალებს...
***
ვზივარ და ვფიქრობ
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი
***
ფერადი თვალები და შავი თმა
ცისფერი ღრუბლები და ლურჯი ზღვა,
ჲფერო გზები, მოდიან შენთან
უღრუბლო ცა კი დამიცდის ნეტავ?
აი, წვიმაც მოდის, არ ვჩერდები მე
აი, თოვლიც წამივიდა გადავკეტავ გზებს?
ცაზე ელვაც გამოჩნდა და შემაჟრჟროლა მე,
ნეტავ შენი სახე ვნახო რას განიცდი დღეს?
ცასაც ფერი აღარ ადევს,
გადათეთრდა ყველაფერი,ცოტა შავიც
შეერია, გადაშავდა ყველაფერი.
მერე მწვანე, მერე ყვითელი რა ხდება აქ ვინმე მიშველის?
არა მგონია თქვენც ალბათ ესე ხართ, გარდა იმისა
ვისაც მე ვხედავ...
მერე ლურჯი და მერე წითელი
აქ ნეტარებაც კი ვერ მიშველის.
მერე სხვა ფერებიც, ყავისფერი, თაფლისფერი.
მომხიბლავი ალისფერი.
თმები გეშლება, ალბათ ქარი ქრის,
ხელებიც გაშალე ალბად ვნება გცდის.
თვალებიც გიდნება ალბათ ჩემი ყურება გინდება
მე შენი გაცნობა მინდება......
***
დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
***
No comments:
Post a Comment