Pages

Tuesday, May 21, 2013

დედაზე ლექსები

                                                                             ***

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა 


გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ… 

შენს ამაგს ვხედავ…. 

შენს ხოტბას ვბედავ…. 

ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ 

მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან…. 

გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ….. 

ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი…. 

არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…

***
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი… 
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება. 
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი, 
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება. 
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია. 
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი… 
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი, 
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
***
ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე, 
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია, 
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს, 
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ. 

იყო დროება მხნედ რომ იყავი, 
სიბერე უცებ შემოგპარვია, 
გაგთეთრებია თმები ძვირფასო, 
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.
***
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს, 
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ? 
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?! 
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია? 
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს? 
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი, 
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება? 
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით, 
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
***
ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში! 


No comments:

Post a Comment