და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში
გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
***
დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
***
- დე…
- მეთამაშე, დე…
- მეძინება, დე…
- ზღაპარი მომიყევი, დე…
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე…
- მიყვარხარ, დე…
- მშია, დე…
- წავალ რა, დე…
- მომწონს, დე…
- მგონი მიყვარს, დე…
- პატარა აღარ ვარ, დე…
- გავთხოვდი, დე…
- მივდივარ, დე…
***
დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს, არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია.
***
რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...
***
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი,
- სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია
***
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ
დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ
შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….შენს ხოტბას ვბედავ
…. ლამაზ თვალებში მე წარსულის
სევდასაც ვხედავ მრავალ მაგალითს
სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას
გავბედავ….. ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ,
როგორც გაქებდი…. არ მეწყინება,
თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას
შენგან… ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან
ერთად…. თუ გაწყენინე შენდობას
ვითხოვ არ ვმალავ ამას, ვიბედნიერებ ალბათ
, თუ დაგიფასებ ამაგს. ჩემო ღვთიურო და მისტიურო
არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!
ხომ არც არსებობს, არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია.
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...